ფარშირებული კვერცხი ტარხუნით

ინგრედიენტები

  • 6 დიდი კვერცხი
  • ტარხუნა
  • 1ჩაის კოვზი კაპარი
  • 2 სუფრის კოვზი მდნარი ყველი
  • 3 სტუფრის კოვზი მაიონეზი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადება

კვერცხი ჩაყარეთ ცივ წყალში, დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. წყალში ჩაყარეთ ცოტა მარილი. მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი, გაასუფთავეთ და შედგით მაცივარში 20 წუთის განმავლობაში. 20 წუთის შემდეგ გამოიღეთ და გაჭერით თითოეული კვერცხი შუაზე და ფრთხილად გამოაცალეთ გული. კვერცხის ცილა კვლავ შეაბრუნეთ მაცივარში. ტარხუნა დაჭერით. კვერცხის გული, მაიონეზი, მდნარი ყველი, კაპარი, მდოგვი, ტარხუნა და შავი პილპილი აურიეთ, ამოავსეთ კვერცხის ცილა აღნიშნული მასით და გააჩერეთ მაცივარში 24 საათი.

გემრიელად მიირთვით!