ტორტი ,,პრაღა”

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 4 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი
  • 100 გრ შესქელებული რძე
  • 2 კვერცხი
  • 200 გრ არაჟანი
  • 80 გრამი არაყი

კრემისთვის:

  • 100 გრ შესქელებული რძე
  • 150 გრ კარაქი
  • 2 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი

მინანქრისთვის:

  • 250 გრ შავი შოკოლადი (60% კაკაო)
  • 100 გრ მწარე შოკოლადი (80% კაკაო)

მომზადება

გამოაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილა თქვიფეთ 2 წუთის განმავლობაში, დაამატეთ შაქარი, შესქელებული რძე, არაჟანი და კიდევ 3 წუთი ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული მანამ, სანამ თეთრი ფერის არ გახდება. ფქვილი და კაკაო შეურიეთ. დაამატეთ კვერცხის ცილიანი მასა გულთან ერთად ათქვეფილი  და კარგად აურიეთ. გამოსაცხობ ფორმას მოუსვით ზეთი ან კარაქი. გამოაცხვეთ 1 საათის განმავლობაში 200 გრადუსზე. კრემისთვის: მოათავსეთ მიქსერში დარბილებული კარაქი, დაამატეთ კაკაოს ფხვნილი და თქვიფეთ 1 წუთი, შემდეგ კი შესქელებული რძე და კვლავ ათქვიფეთ 2 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ ფორმიდან ბისკვიტი და გაჭერით 3 თანაბარ ნაწილად, თითოეული დანამეთ არაყით ან სასურველი ლიქიორით. წაუსვით კრემი, მხოლოდ თავზე არ სჭირდება. შედგით მაცივარში. მინანქრისთვის: შოკოლადი დატეხეთ პატარა ნაჭრებად და გაადნეთ ცხელი წყლის აბაზანაზე. მოასხით ტორტს ზემოდან და კვლავ შეაბრუნეთ მაცივარში 20-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!