ტორტი ,,მიკადო”

ინგრედიენტები

  • 200 გრ არაჟანი (25-30% ცხიმის შემცველობით)
  • 250 გრ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • ფქვილი 2.5-3.5 ჭიქა
  • კარაქი ძირზე მოსასმელად
  • 100 გრ მუქი შოკოლადი (60-70% კაკაო)
    კრემისთვის:
  • 250 გრ კარაქი
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 2 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
  • 3 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი
  • 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე

მომზადება

არაჟანი ათქვიფეთ დარბილებულ კარაქთან ერთად, დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად, აურიეთ, კიდევ დაამატეთ ერთი ჭიქა ფქვილი იმისათვის, რომ ცომი იყოს მაგარი. გაყავით ცომი 7 ნაწილად, გაახვიეთ თითოეული გუნდა და შედგით მაცივარში 1 საათი. გააბრტყელეთ შემდეგ გუნდები, წაუსვით კარაქი გამოსაცხობ ფორმას და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. კრემისთვის: შაქრის ფხვნილი შეურიეთ კაკაოს, დაამატეთ ვანილი, კვერცხის გული, დარბილებული კარაქი და კარგად ათქვიფეთ, შემდეგ დაასხით მოხარშული შესქელებული რძე და კვლავ ათქვიფეთ. წაუსვით თითოეულ ფენას კრემი. გახეხეთ შოკოლადი და მოაყარეთ თავზე და გვერდებზე. მოათავსეთ მაცივარში 8-10 საათი.

გემრიელად მიირთვით!