ტორტი ,,მთვრალი ალუბალი”

ინგრედიენტები

  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 180 გრ
  • ფქვილი 90 გრ
  • კაკაოს ფხვნილი 35 გრ
  • ნაღები( ცხიმის შემცველობა 33% -იდან) 350 მლ
  • მასკარპონე 125 გრ
  • შაქრის ფხვნილი 0,5 ჭიქა
  • ალუბლი კურკის გარეშე (ახალი, გაყინული, დაკონსერვებული) 300 გრ
  • ნაღები  (მინანქრისთვის) 70 მლ
  • შავი შოკოლადის  75 გრ
  • კონიაკი 100 მლ

მომზადება

კვერცხის გული გამოაცალკევეთ ცილისგან. ცილა კარგად ათქვიფეთ, ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი. თქვიფეთ მანამ, სანამ კარგად არ გასქელდება და შემდეგ სათითაოდ შეაზილეთ კვერცხის გული. კვლავ განაგრძეთ თქვეფა. კაკაო და ფქვილი აურიეთ და დაამატეთ კვერცხიან მასას. ხის ჯოხით კარგად შეაზავეთ. გაახურეთ გაზქურა 170 გრადუსზე. გამოსაცხობ ფორმაზე, რომლის დიამეტრიც უნდა იყოს 24 სმ დააფინეთ ქაღალდი, მოუსვით ცხიმი და აღნიშნული მასა ჩაასხით. გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში. ცხობის პროცესში ღუმელი არ გამოაღოთ. გამომცხვარი ბისკვიტი გააჩერეთ 4-5 საათი, კარგად რომ გაგრილდება, შემდეგ დანით ამოიღეთ ისე, რომ არ გაგიტყდეთ. ალუბალი გაასუფთავეთ და ჩაყარეთ კონიაკში. გააჩერეთ მინიმუმ 3 საათი. ნაღები ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაამატეთ მასკარპონე და კვლავ განაგრძეთ თქვეფა. შემდეგ დაამატეთ ალუბალი.  ბისკვიტს თავზე დაახლოებით ერთ სანტიმეტრზე ააჭერით კანი და მისი ნახევარი შეურიეთ კრემში. კარგად ათქვიფეთ. გაჭერით შუაზე ბისკვიტი და  წაუსვით კრემი შუაგულსა და გვერდებზე. შედგით მაცივარში. შოკოლადი დატეხეთ პატარა ნაჭრებად. დადგით ცეცხლზე და დაამატეთ ნაღები. აურიეთ და მოასხით თავზე ტორტს. შემდეგ კვლავ შედგით მაცივარში. თავისთვის შეგიძლიათ მოიტოვოთ რამდენიმე ალუბალი და გააფორმოთ.

გემრიელად მიირთვით!