ტორტი არაჟნის კრემით

ინგრედიენტები

  • 6 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 200 გრ თაფლი
  • 100 გრ კარაქი
  • 4  ცალი კვერცხი
  • 2 ჩაის კოვზი სოდა

კრემისთვის:

  • 1 კგ არაჟანი (ცხიმის  შემცველობით 30%)
  • 2 ჭიქა შაქარი

მომზდება

დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, შემდეგ დაამატეთ თაფლი, კარაქი და სოდა. კარგად აურიეთ. დადგით მასა ცხელი წყლის აბაზანაზე და ურიეთ მანამ, სანამ არ გამუქდება. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილის ნახევარი და გედგათ 20-25 წუთის განმავლობაში. თან ურიეთ. შემდეგ გადმოდგით, დაამატეთ 2 ჭიქა ფქვილი და კვლავ აურიეთ. გაახურეთ გაზქურა 180 გრადუსზე. გასაბრტყელებელ დაფაზე მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი. ცომი გაყავით 8 ნაწილად და გამოაცხვეთ თითოეული 3-4 წუთის განმავლობაში. კრემისთვის : ათქვიფეთ არაჟანი და ნელ-ნელა შეურიეთ შაქარი. წაუსვით ერთ ფენას, დაადეთ მეორე და მასაც წაუსვით. ასე გაიმეორეთ ბოლომდე. არაჟნის კრემი წაუსვით ასევე ირგვლივაც. ერთი გამომცხვარი ნაწილი დაფშვენით და მოაყარეთ ყველა მხრიდან. შედგით მაცივარში მინიმუმ 8 საათი.

გემრიელად მირთვით!