ტკბილი ვაფლი ხაჭოთი და ჟოლოთი

ინგრედიენტები

  • 250 გრ ფქვილი
  • 3 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 200 გრ ყავისფერი შაქარი
  • 3 დიდი კვერცხი
  • 100 მლ რძე
  • 4 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და ასევე გამოცხობისთვის
  • ვანილი
  • ხაჭო და ჟოლო

მომზადება

შეურიეთ აღნიშნული ყველა სახის ფქვილი, სახამებელი, შაქარი, კვერცხი და თქვიფეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაამატეთ ზეთი და ვანილი. კვლავ კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი, გლუვი ცომი. შედგით მაცივარში 1 საათი. ვაფლის საცხობს მოუსვით ზეთი და გამოაცხვეთ პატარ-ატარა ნაჭრებად. როგორც კი გამოცხვება, ეგრევე მიეცით კონუსის ფორმა. ამოავსეთ ხაჭოთი და ჯოლოთი.

გემრიელად მიირთვით!