ტკბილეული შოკოლადის მინანქრით

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 270 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 15 გრ
  • შაქარი 70 გრ
  • რძე 75 მლ
  • სოდა ძმრით 0.5 ჩაის კოვზი
  • მარილის მწიკვი
  • დარიჩინი მწიკვი
  • შაქრის ფხვნილი
  • შოკოლადი თავზე მოსასხმელად ( სურვილისამებრ)
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, მარილთან და დარიჩინთან ერთად. კარაქი გაადნეთ და დაამატეთ კვერცხიან მასას. ჩაასხით რძე, სოდა ძმრით და კარგად აურიეთ. დაამატეთ ფქვილი და მოამზადეთ ცომი. გააბრტყელეთ, ჭიქით ამოჭერით რგოლები და ამ რგოლებს კიდევ ამოაჭერით შუა გული. გააცხელეთ ზეთი მანამ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ჩაყარეთ გამზადებული ცომი, შეწვით და შემდეგ გადმოალაგეთ სალფეთქიან ლანგარზე, რათა გათავისუფლდეს ზედმეტი ცხიმისგან. ამოავლეთ წინასწარ მომზადებულ შოკოლადის მინანქარში და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!