სუფი ახალი კარტოფილითა და კამით

ინგრედიენტები

  • 1.2 ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი
  • 600 გრ ახალი კარტოფილი
  • 2 ღერი მწვანე ხახვი (მხოლოდ თეთრი ნაწილი)
  • კამა
  • მწვანე ხახვის
  • 50 გრ კარაქი
  • მარილი, ახლად დაფქული პილპილი
  • არაჟანი

მომზადება

კარტოფილი გაასუფთავეთ და პატარა კუბებად დაჭერით. მწვანე ხახვის თეთრი ნაწილიც წვრილად დაჭერით. ბულიონს დაამატეთ კარაქი, მწვანე ხახვის თეთრი ნაწილი, 5 წუთი ადუღეთ, შემდეგ დაამატეთ კარტოფილი და კვლავ განაგრძეთ ხარშვა. დაჭერით მწვანე ხახვი და კამა წვრილად, დაამატეთ სუფს. მოაყარეთ მარილი, პილპილი და სანამ გადმოდგამთ დაამატეთ არაჟანი თქვენი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!