სოკოს სოუსი

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო 300-400 გრ
  • ნაღები 200 მლ
  • ხახვი 1 ცალი
  • კარაქი 60 გრ
  • გატარებული ნიგოზი 1/2 ჩაის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

სოკო დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, ხახვი კი წვრილად. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, მოშუშეთ ხახვი დარბილებამდე. დაამატეთ სოკო და შეწვით საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ ნაღები, მარილი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. კვლავ განაგრძეთ შეწვა 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადმოდგით.

გემრიელად მიირთვით!