საზაფხულო სალათი ოლივიე

ინგრედიენტები

  • 250-300 გრ ძეხვი
  • 3-4 ცალი კარტოფილი
  • 3-4 ახალი კიტრი
  • 1 კონა მწვანე ხახვი ( ან მწვანილი გემოვნებით)
  • 200 გრ მწვანე ბარდა
  • 2-3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

კარტოფილი მოხარშეთ და დაჭერით პატარა კუბებად. პატარა კუბებად დაჭერით ასევე კიტრი და ძეხვი. მწვანილი წვრილად დაწერით და აღნიშნული ინგრედიენტები მოათავსეთ თასში, დაამატეთ ბარდა, მარილი და პილპილი გემოვნებით და ბოლოს შეაზავეთ არაჟნით.

გემრიელად მიირთვით!