პიცა ,,მარგარიტა”

ინგრედიენტები

  • ცომისთვის:
  • ფქვილი 200 გრ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 0.5 ჩაის კოვზი
  • საფუარი 5 გრ
  • წყალი 100 მლ
    სოუსისთვის:
  • პომიდორი 2 ცალი
  • შაქარი 0.5 ჩაის კოვზი
  • მარილი
  • მიხაკი
  • შავი პილპილი
    თავზე მოსაწყობად:
  • პომიდორი 2 ცალი
  • მოცარელა 300 გრ
  • რეჰანი

მომზადება

თასში მოათავსეთ ფქვილი, მარილი, შაქარი, საფუარი, დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი. გააჩერეთ თბილ ადგილზე 1 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ მოამზადეთ პომიდვრის სოუსი: ტაფაზე მოასხით მცენარეული ზეთი, პომიდორი დაჭერით პატარა კუბებად და მოათავსეთ ტაფაზე. დადგით გაზქურაზე, დაამატეთ მარილი, შაქარი, მიხაკი, შავი პილპილი და პერიოდულად ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მოცარელა ნაწილი დაჭერით კუბებად, ნაწილი კი გახეხეთ წვრილად, პომიდორი დაჭერით პატარა წრეებად. ცომი გააბრტყელეთ ისე, რომ მიიღოთ წრის ფორმა. წაუსვით სოუსი. მოაყარეთ გამხმარი რეჰანი, შემდეგ დაჭრილი მოცარელა, პომიდორი, ბოლოს კი გახეხილი მოცარელა. გამოაცხვეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!