პიცა ლორით

ინგრედიენტები

  • გამზადებული ცომი
  • ლორი 300 გრ
  • შავი ზეთისხილი 280 გრ
  • იტალიური მწვანილი (მშრალი) 1 ჩაის კოვზი
  • პომიდვრის სოუსი
  • ყველი 200 გრ

მომზადება

ტაფაზე დააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. შემდეგ მრგვლად გააბრტყელეთ ცომი. წაუსვით პომიდვრის სოუსი, მოაყარეთ იტალიური მწვანილი და ცოტა გახეხილი ყველი. ლორი დაჭერით წვრილად, მოაყარეთ პიცას, შემდეგ ზეთისხილი, ბოლოს კი გახეხილი ყველი. შედგით ღუმელში. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!