ნაღების სუფი ქათმით

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 300 გრ
  • კარტოფილი 3 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი (საშუალო) 1 ცალი
  • კარაქი  50 გრ
  • მარილი გემოვნებით
  • ნაღები (10-15% ცხიმის შემცველობა) 200 მლ
  • ოხრახუში (ახალი) 10 გრ

მომზადება

ჩაასხით საშუალო ზომის ქვაბში წყალი და ჩადეთ ქათმის ფილე ისე, რომ კარგად დაიფაროს. დადგით გაზქურაზე. სანამ ქათამი იხარშება დაჭერით ხახვი ჭვრილად, კარტოფილი კუბებად, სტაფილო გახეხეთ. წვრილად დაჭერით ასევე ოხრახუში. 20 წუთის შემდეგ ამოიღეთ ქათმის ფილე და გააცივეთ. ბულიონში კი ჩაყარეთ კარტოფილი და განაგრძეთ მოხარშვა. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, მოშუშეთ ჯერ ხახვი, შემდეგ კი დაამატეთ სტაფილო. ქათმის ფილე დაჭერით კუბებად, ჩაყარეთ კარტოფილიან ბულიონში, შემდეგ მოშუშული ხახვი და სტაფილო, მარილი, პილპილი და აადუღეთ. როდესაც ადუღდება დაამატეთ ნაღები და კიდევ ერთხელ ამოადუღეთ. შემდეგ გამორთეთ გაზქურა, სუფს მოაყარეთ ოხრახუში და გააჩერეთ 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!