მოხარშული თევზი (თათრი ან ზუთხი) ძმრის საწებლით

 

იგრედიენტები

  • თევზი 1 კგ
  • ხახვი 2 თავი
  • ძმარი 0.5 ჩაის ჭიქა
  • ბულიონი 0.5 ჩაის ჭიქა
  • ქინძი 5-6 ძირი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გასუფთავებული, გარეცხილი თათრის ან ზუთხის მთლიანი ნაჭერი ჩვეულებრრივ მოვხარშოთ მარილ წყალში, გავაციოთ, დავჭრათ მოგრძო თხელ ნაჭრებად და დავალაგოთ ლანგარზე
  2. თევზის ბულიონს (თავისი სიმსუქნით) დაუმატოთ ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი, აურიოთ და ლანგარზე დაწყობილ თევზს გადავასხათ. ზემოდან მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი

მიირთვით გემრიელად

რეცეპტის გაზიარება