მოხარშული ზუთხი ან თართი ნიგვზის საწებლით

 

მასალა

  • 1 კგ თართი ან ზუთხი
  • 1 ჩჭ ნიგოზი
  • 2 ძ ქინძი
  • 2 კ ნიორი
  • 1.5 ჩჭ წყალი
  • 0.5 ჩჭ თევზის წვენი
  • 1თ ხახვი
  • ძმარი და მარილი გემოვნებით

მომზადება

გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზუთხი მარილწყალში მოვხარშოთ, გავაციოთ, ნაჭრებად დავჭრათ და ლანგარზე დავალაგოთ.

ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. ქინძი, ნიორი, მარილი, წიწაკა დავნაყოთ, დავუმატოთ ძმარი, დაკეპილი ხახვი და გავხსნათ ადუღებულ წყალში, რომელშიჩ ნაწილობრივ არეული იქნება თევზის ბულიონი. მომზადებულ საწებელში ჩავალაგოთ დაჭრილი თევზი, ზემოდან მოვასხათ გამოხდილი ზეთი.

გემრიელად მიირთვით!

რეცეპტის გაზიარება