მარწყვის ლიმონათი

ინგრედიენტები

  • 1 ლიტრი წყალი
  • 150 გრ შაქარი
  • 200 გრ მარწყვი
  • 3 ლიმონი
  • ყინული

მომზადება

აადუღეთ 1 ლიტრი წყალი შაქართან ერთად, დაამატეთ დაჭრილი მარწყვი, გააჩერეთ 1 საათი და შემდეგ შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათი. დაამატეთ 2 ლიმონის წვენი, მესამე ლიმონს გააცალეთ კანი და დაჭრილი ჩაყარეთ ლიმონათში. დაამატეთ ყინულის ნატეხები და გემრიელად მიირთვით!