ლიქიორი ნაღებით

ინგრედიენტები

  • 6 კვერცხის გული
  • 1 ჭიქა ნაღები (ცხიმის შემცველობით 22%)
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 250 მლ კონიაკი ან რომი
  • ვანილის შაქრის 1 პაკეტი (10 გ)

მომზადება

მოათავსეთ კვერცხის გული შაქართან და ვანილის შაქართან ერთად თასში და დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე. თქვიფეთ 4 წუთის განმავლობაში. ჩაამატეთ ნაღები, კვლავ აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა ჩაასხით კონიაკი ან რომი და ურიეთ 6 წუთის განმავლობაში. გაანელეთ, გადმოიტანეთ ბოთლში და შემდეგ მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!