ლიმონის კრემი

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული – 5 ცალი.
  • გახეხილი ქერქისთვის- 1 ლიმონი
  • კარტოფილის სახამებელი – 20 გრ
  • ნაღების (ცხიმის შემცველობა 35%) – 450 მლ
  • შაქრის ფხვნილი – 100 გრ
  • ლიმონის წვენი – 100 მლ

მომზადება

შეურიეთ 150 გრამი ნაღები ლიმონის წვენსა და ცედრას. დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ. კვერცხის გული ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან და სახამებელთან ერთად. დაამატეთ დარჩენილი ნაღები და დადგით საშუალო ცეცხლზე. შეურიეთ ნაღებიან და ლიმონის წვენიან კრემს და მოათავსეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!