ლიმონიანი ნამცხვარი ყაყაჩოს თესლით

ინგრედიენტები

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1.5 ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 4-5 სუფრის კოვზი თხილის ზეთი
  • 2 დიდი ლიმონის წვენი და კანი
  • 3-4 სუფრის კოვზი ყაყაჩოს თესლი
  • 1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
  • მარილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

ჩაყარეთ ფქვილი თასში, საცხობი ფხვნილი და ცოტა მარილი. დაამატეთ შაქარი, გახეხილი ლიმონის კანი და აურიეთ. პატარა თასში ჩაასხით ერთი ჭიქა თბილი წყალი, ლიმონის წვენი და კარაქი. ეს ყველაფერი შეურიეთ ფქვილის ნარევში და კარგად მოზილეთ. ყაყაჩოს თესლს დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 5 წუთი, გადაწურეთ და აურიეთ ცომში. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!