კარტოფილის სალათი გერმანულად

ინგრედიენტები

  • 500 გრ კარტოფილი
  • 2 პატარა წითელი ხახვი
  • 120 გრ ბეკონის წვრილი ნაჭრები
  • 2-3 შებოლილი ძეხვი
  • 5-6 ცალი  პიკელებული კიტრი
  • ოხრახუში
  • 4 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
  • 1 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადება

კარტოფილს მოაცალეთ კანი და დაჭერით კუბებად.  მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს და დადგით საშუალო ცეცხლზე. მოხარშეთ, დაახლოებით, 12 წუთის განმავლობაში. შემდეგ შეწვით ბეკონი. შემდეგ კი გადმოაწყვეთ ქაღალდზე ან ტილოზე იმისათვის, რომ ზედმეტი ცხიმი მოშორდეს. ძეხვი დაჭერით კუბებად, ხახვი ნახევარწრეებად და მოათავსეთ იმ ტაფაზე, რომელზედაც ბეკონი შეწვით. 3-4 წუთის განმავლობაში შეწვით ძეხვი და ხახვი. დაასხით ტაფაზე ძმარი, დაამატეთ შაქარი და კარტოფილი და კვლავ განაგრძეთ შეწვა ძეხვთან და ხახთან ერთად. დაჭერით კიტრი პატარა კუბებად, ოხრახუში კი წვრილად. როცა კარტოფილი ცოტა შეგრილდება, გადმოიტანეთ თასზე, დაამატეთ კიტრი, ოხრახუში და  ბოლოს ბეკონი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!