კარტოფილისა და ყველის კატლეტი

ინგრედიენტები

  • 400 გრამი მდნარი ყველი
  • 1 კგ კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • დაფშვნილი სუხარი
  • კარაქი
  • მცენარეული ზეთი
  • არაჟანი

მომზადება

მოხარშეთ კარტოფილი, შემდეგ კი გადაავლეთ ცივი წყალი. გაასუფთავეთ და წვრილად გახეხეთ. აურიეთ კვერცხი, კარაქი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად შეაზილეთ. თუ ძალიან თხელი იქნება, შეგიძლიათ შეურიოთ ცოტა ფქვილი. ხელით გააკეთეთ აღნიშნული მასისგან პატარა რგოლები, ჩადეთ მდნარი ყველი, დაფარეთ და მიეცით კატლეტის ფორმა. შემდეგ ამოავლეთ დაფშვნილ სუხარში და შეწვით მცენარეულ ზეთში. უკვე გამზადებული მიირთვით არაჟანთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!