თურქული ფახლავა

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 500 გრ
  • მარილი მწიკვი
  • რძე (თბილი) 1 ჭიქა
  • კვერცხი 1 ცალი.
  • კარაქი 50 გრ
    შიგთავსისთვის:
  • კაკალი 300 გრ
  • შაქრის ფხვნილი 250 გრ
  • ილი (სანელებელი)- გემოვნებით
    სიროფისთვის:
  • წყალი 1 ჭიქა
  • შაქარი 1 ჭიქა
  • კარაქი – 200 გრ
  • კვერცხის გული  1 ცალი

მომზადება

მოათავსეთ ფქვილი თასში, დაამატეთ მარილი, შუაგულში  ჩაასხით რძე, კარაქი, დაამატეთ კვერცხი და ნაპირებიდან კარგად შეზილეთ. ცომი უნდა იყოს ელასტიური, მოათავსეთ პაკეტში და გააჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ გააკეთეთ  სიროფი: ქვაბში ჩაასხით წყალი, დაამატეთ შაქარი და 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ. სიროფი უნდა იყოს ბლანტი. შიგთავსისთვის: კაკალი დააბლენდერეთ. დაბლენდერებულ კაკალს დაამატეთ ილი და შაქრის პუდრა. კარგად აურიეთ. მიღებული ცომისგან დააკეთეთ 22 პატარა ბურთი. თითოეული გააბრტყელეთ თხელ წრედ, 200 გრამი კარაგი დაარბილეთ, წაუსვით ნაწილი თითოეულ ბურთზე,  მოათავსეთ შიგთავსი და ხის ჯოხის დახმარებით გადაახვიეთ რულეტის მსგავსად. წაუსვით კვერცხის გული და შედგით 200 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ, კვლავ გადაუსვით დარბილებული კარაქი და განაგრძეთ შეწვა 160 გრადუსზე. გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში მანამ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. შემდეგ კი წაუსვით სიროფი.

გემრიელად მიირთვით!