თევზის ბუღლამა

 

მასალა

  • თევზი  1 კ
  • პამიდორი – 1 კ
  • ხახვი – 4-5 თ
  • ქინძი – 5-6 ძ
  • დაფნის ფოთოლი – 2-3 ც
  • ზეთი – 1 ჩჭ
  • მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება

გასუფთავებული, გარეცხილი და ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი, ზუთხი, თორუჯი) ერთ ფენად მოათავსეთ ქვაბში, მოასხით ზეთი, ზედ დააყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ხახვი, ლიმონი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი; მოასხით ზეთი. შემდეგ ფენად დააწყვეთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი; მოასხით ზეთი, დაახურეთ ქვებს სახურავი და ხარშეთ, სანამ მზად არ იქნება.

გემრიელად მიირთვით!

რეცეპტის გაზიარება