ზეფირი ქლიავით

ინგრედიენტები

  • 450 გრ მწიფე ქლიავი (კურკის გარეშე)
  • 2 კვერცხის ცილა
  • 550 გრ შაქარი
  • 100 გრ შაქრის ფხვნილი
  • 100 გრ სიმინდის სახამებელი
  • 24 გრ  ჟელატინი

მომზადება

ქლიავი დაჭერით და მოათავსეთ ქვაბში 50 გრამ შაქართან ერთად. დააფარეთ თავი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. პერიოდულად ამოურიეთ. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ და დააბლენდერეთ. გამოსაცხობ ფორმას (დაახლოებით 20 სმ) დააფინეთ ქაღალდი და მოაყარეთ შაქრის პუდრა და სიმინდის სახამებელი. ჟელატინი გახსენით ცივ წყალში და გააჩერეთ 10 წუთი. დარჩენილი შაქრი და 200 მლ წყალი მოათავსეთ ქვაბში, დადგით გაზქურაზე და დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ სიროფი. კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა ღრმა თასზე.როდესაც სიროფი მზად იქნება , შეურიეთ ჯელატინსა და დაბლენდერებულ ქლიავს. აღნიშნული მასა კი ნელ-ნელა შეათქვიფეთ კვერცხის ცილას. თქვიფეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გადაასხით გამოსაცხობ ფორმაში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 2-3 საათის განმავლობაში. სუფრაზე დააფანინეთ ქაღალდი, მოაყარეთ მასაც შაქრის პუდრა და სიმინდის სახამებელი და გადმოიღეთ ზეფირი ფორმიდან. დაჭერით კვადრატებად ან ფორმითაც მოგესურვებათ.

გემრიელად მიირთვით!