დესერტი ,,ღვთაებრივი ნეტარება”

ინგრედიენტები

  • ხაჭო 400 გრ
  • მოხარშული შესქელებული რძე 2-4 სუფრის კოვზი
  • გამხმარი გარგარი 50 გრ
  • შავი ქლიავი  50 გრ (გამხმარი)
  • თეთრი შოკოლადი 1 ფილა

მომზადება

შეურიეთ აღნიშნული ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, გარდა შოკოლადისა. აზილეთ ხელით და გააკეთეთ ბურთები. თეთრი შოკოლადი გახეხეთ წვრილად და ამოავლეთ ბურთები მასში. მოათავსეთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!