დაკონსერვებული პომიდორი ბულგარული წიწაკით

ინგრედიენტები

  • პომიდორი 700-750 გრ
  • წითელი ბულგარული წიწაკა -3 ცალი
  • ქინძი
  • კამა
  • მარილი 2 ჩაის კოვზი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • შავი პილპილის ბურთები- 15 ცალი
  • ძმრის მჟავა  (70%-იანი) 1 ჩაის კოვზი
  • დაფნა 3 ცალი

მომზადება

სუფთა ქილაში მოათავსეთ დაფნის ფოთლები, ქინძი, კამა და შავი პილპილის ბურთები. შემდეგ გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭერით და გადაანაწილეთ ქილებში. მჭიდროდ ჩაალაგეთ პატარა პომიდვრები, ჩაასხით წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ კი დაამატეთ ძმრის მჟავა და კვლავ გააჩერეთ 15 წუთი. დააყარეთ მარილი, შაქარი, დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ.

გემრიელად მიირთვით!