გებჟალია

 

იგრედიენტები

  • 300 გრამი სულგუნი
  • 200 გრამი ნადუღი
  • 50 გრამი დანაყული პიტნა
  • მარილი გემოვნებით
  • 100 გრამი რძე

მომზადება

ჩაასხით ქვაბში წყალი და აადუღეთ. დაჭერით სულგუნი თხელ ნაჭრებად, შემდეგ კი ადუღებულ წყალში ნელ-ნელა ჩაყარეთ. ცეცხლს ოდნავ დაუწიეთ, მოიმარჯვეთ ხის კოვზი და დაიწყეთ ქვაბში მორევა. თანდათანობით ყველი შეერთდება და როგორც კი ერთგვაროვან მასას მიიღებთ და სულგუნის ზედაპირი პრიალა გახდება, ამოღეთ ყველის გუნდა ქვაბიდან, გადაიტანეთ ხის დაფაზე და კარგად გააბრტყელეთ. დანაყულ პიტნას დაასხით ძალიან ცოტა რაოდენობით წყალი და უკვე, გათხელებულ სულგუნს ზემოდან კარგად გადაუსვით. ყველის დამუშავება ხელით განაგრძეთ, რომ პიტნა კარგად შევიდეს მასაში. ცალკე ჯამში მოთავსებულ ნადუღს მოაყარეთ დანაყული პიტნა და ცოტაოდენი მარილი, კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და გაბრტყელებულ სულგუნზე, ზემოდან ხელით გადაანაწილეთ. ბოლოს კი, გაბრტყელებული ყველის ფენა რულეტივით გადაახვიეთ. უკვე შეგრილებული სულგუნის რულეტი საშუალო ნაჭრებად დაჭერით და თეფშზე გადაიტანეთ.

ცალკე მოამზადეთ გებჟალიის სოუსი. ამისათვის აიღეთ 100 გრამი რძე, დაუმატეთ არაჟანი და ნადუღი, ყველაფერი ეს დააბლენდერეთ. სოუსს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ან დანაყული პიტნა, წიწაკა და მარილი.

გემრიელად მიირთვით!

რეცეპტის გაზიარება