გარგარის კომპოტი ვანილით

ინგრედიენტები

  • 1 კგ გარგარი
  • 300 გრ შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი

მომზადება

გარგარს მოაცილილეთ კანი და თითოეული გაჭერით 4 ნაწილად. სამი ლიტრი წყალი შაქართან ერთად აადუღეთ. დაამატეთ ვანილის შაქარი და გარგარი. კვლავ აადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააგრილეთ და შედგით მაცივარში. მიირთვით ყინულის ნატეხებთან ერთად. !