ბლინის ტორტი შოკოლადით

ინგრედიენტები

  • კრემისთვის:
  • 500 მლ ნაღები ( ცხიმის შემცველობა 35%)
  • 1/4 -1/3 ჭიქა შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • შოკოლადის ფანტელი გასაფორმებლად
    შოკოლადიანი ბლინებისთვის:
  • 3/4 ჭიქა ფქვილი
  • 120 გრ შოკოლადი
  • 120 გრ კარაქი
  • 310 მლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

დაჭერით კარაქი პატარა კუბებად. პატარა ტაფაზე დაასხით 2 სუფრის კოვზი წყალი, დაამატეთ კარაქი და წამოადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, აურიეთ და დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი შოკოლადი. გააჩერეთ 5 წუთი. კვლავ კარგად აურიეთ და გააჩერეთ. ერთ თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი. მეორე თასზე კი რძე, კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი ათქვიფეთ. აღნიშნული მასა შეურიეთ ფქვილიან მასას, დაამატეთ შოკოლადიანი კარაქი და კარგად აურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეფუთეთ და გააჩერეთ მაცივარში 1 ღამის განმავლობაში. ტაფაზე მოასხით მცენარეული ზეთი. გააცხელეთ, დაასხით 2 სუფრის კოვზი ცომი და გამოაცხვეთ. უნდა მიიღოთ 15 ბლინი. შემდეგ გააცივეთ 2 საათის განმავლობაში. კრემისთვის: ათქვიფეთ ნაღები შაქართან და ვანილის ექსტრაქტთან ერთად. წაუსვით თითოეულ ბლინს და დააწყვეთ ერთმანეთზე. თავზე კი მოაყარეთ შოკოლადის ფანტელი. შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!