,,ბაუნტი”

ინგრედიენტები

  • ქოქოსის ფანტელი 200 გრ
  • შესქელებული რძე 200 გრ
  • შოკოლადი 150 გრ
  • ვანილი გემოვნებით

მომზადება

ქოქოსის ფანტელს მოაყარეთ ვანილი და დაასხით შესქელებული რძე. კარგად აურიეთ და შემდეგ გადაიტანეთ ცელოფნიან დაფაზე. კარგად გაასწორეთ ისე, რომ მასისგან მართკუთხედის ფორმა მიიღოთ. შემდეგ თავზეც დააფარეთ ცელოფანი და შედგით საყინულეში 1 საათის განმავლობაში. გამოიღეთ და დაჭერით წვრილ ნაჭრებად. თითოეული ხელით კიდევ შეალამაზეთ. ახლა უკვე დაჭრილი კვლავ მოათავსეთ საყინულეში 15 წუთი. შოკოლადი გაადნეთ ცხელი წყლის აბაზანაზე. გამოდგით მაცივრიდან ქოქოსიანი მასა და თითოეული კარგად ამოავლეთ შოკოლადში. შემდეგ კვლავ შედგით მაცივარში მანამ, სანამ შოკოლადი არ გამყარდება.

გემრიელად მიირთვით!