ბადრიჯანი ბულგარული წიწაკითა და მაიონეზით

ინგრედიენტები

  • ბულგარული წიწაკა – გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი -გემოვნებით
  • მარილი – გემოვნებით
  • ბადრიჯანი – 3 ცალი.
  • მაიონეზი – 150 გრ
  • ქინძი
  • ნიორი – 5 კბილი

მომზადება

დაჭერით ბადრიჯანი კუბებად, მოათავსეთ ზეითუნის ზეთიან ტაფაზე და შედგით ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე. გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში. ყოველი 7-10 წუთის შემდეგ ამოურიეთ. ქინძი წვრილად დაჭერით, ნიორი დაჭყლიტეთ და შეურიეთ მაიონეზს. წვრილად დაჭერით ბულგარული წიწაკა, მოაყარეთ ბადრიჯანს, მოასხით მაიონეზიანი მასა. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, კარგად აურიეთ და გემრიელდ მიირთვით!