აჯიკა ვაშლით

ინგრედიენტები

  • 400 გრ პომიდორი
  • 2 წითელი ბულგარული წიწაკა
  • 2 ცხარე წიწაკა
  • 2 მჟავე ვაშლი
  • 2 საშუალო სტაფილო
  • 1 თავი ნიორი
  • შაქარი – 0,5 ჭიქა
  • რეჰანი
  • 3 სუფრის კოვზი აჯიკის სუნელი
  • მცენარეული ზეთი – 1 სუფრის კოვზი
  • მარილი

მომზადება 

გააცალეთ პომიდორს კანი, გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ვაშლი. ვაშლს ამოაჭერით შუაგული. დაჭერით ცხარე წიწაკა. გაასუფთავეთ ნიორი და წვრილად დაჭერით. პომიდორი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, ვაშლი დაჭერით ჭვრილად. აღნიშნული ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში და დადგით ძლიერ ცეცხლზე. დააფარეთ თავი და 20 წუთი ხარშეთ. დროდადრო ურიეთ. გადმოდგით გაზქურიდან, დაამატეთ შაქარი, მარილი, გამხმარი რეჰანი, კვლავ აურიეთ. თუ ძალიან სქელია, შეგიძლიათ გახეხოთ აღნიშნული მასა,  ბოლოს დაამატეთ მცენარეული ზეთი და ისევ კარგად ამოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!