აჯაფსანდალი კარტოფლით

ინგრედიენტები

  • 1 კგ საშუალო ზომის ბადრიჯანი
  • 500 გრ ახალი კარტოფილი
  • 500 გრ პომიდორი
  • 2 საშუალო სტაფილო
  • 3 საშუალო ხახვი
  • 3 ტკბილი ბულგარული წიწაკა (სხვადასხვა ფერი)
  • 1 ცხარე წიწაკა
  • 4 კბილი ნიორი
  • ქინძი ( დიდი კონა)
  • რეჰანი
  • უცხო სუნელი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი

მომზადება

დაჭერით ბადრიჯანი პატარა კუბებად, ან წრეებად. მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაავლეთ ცივ წყალში და კარგად გაწურეთ. ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი და შეწვით ბადრიჯანი. გაასუფთავეთ ბოსტნეული. ხახვი დაჭერით წვრილ კუბებად, ჭვრილად დაჭერით სტაფილო, ბულგარული წიწაკა, კარტოფილი კი კუბებად. მოშუშეთ ხახვი მანამ, სანამ ოქროსფერი არ გახდება. დაამატეთ სტაფილო, კარტოფილი, ბულგარული წიწაკა. შეწვით ყველაფერი ერთად საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. აღნიშნული ინგრედიენტები ბადრიჯანთან ერთად მოათავსეთ ქვაბში. პომიდორი გაასუფთავეთ კანისგან, წვრილად დაჭერით და დაამატეთ ქვაბში ისიც. კვლავ დადგით დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. ნიორი, რეჰანი და ქინძი წვრილად დაჭერით და დაამატეთ ბოსტნეულს ქვაბში, ბოლოს კი მარილი, უცხო სუნელი, ცხარე წიწაკა, ახლად დაფქული შავი პილპილი და კვლავ აურიეთ. განაგრძეთ ხარშვა დაახლოებით 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!