ალუბლის კექსი

ინგრედიენტები

  • ფქვილი 150 გრ
  • ქათმის კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 100 გრ
  • წყალი 30 მლ
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • კარაქი 50 გ
  • კაკაოს ფხვნილი 2 სუფრის კოვზი
  • კონიაკი 2 სუფრის კოვზი
  • ლიმონის წვენი 0.5 ჩაის კოვზი
  • სოდა 0.5 ჩაის კოვზი
  • ალუბალი 50 გრ

მომზადება

შაქარი ჩაყარეთ წყალში და ადუღეთ 5 წუთი, დაამატეთ ლიმონის წვენი. ცოტახნის შემდეგ გადმოდგით. ჩაყარეთ მასში არაჟანი, კონიაკაი, კარაქი, კაკაო, აურიეთ, დაამატეთ სოდა და გარჩეული ალუბალი, კარგად აურიეთ, ბოლოს შეაზილეთ ფქვილი და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა. ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით აღნიშნული მასა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!