ალუბლისა და წითელი მოცხარის კომპოტი

ინგრედიენტები

  • 300 გრ შაქარი
  • 300 გრ წითელი მოცხარი
  • 300 გრ ალუბალი
  • 1 ცალი დარიჩინი

მომზადება

მოცხარი და ალუბალი გაასუფთავეთ. აადუღეთ სამი ლიტრი წყალი შაქართან ერთად, შემდეგ ჩაამატეთ ალუბალი, მოცხარი, დარიჩინი და კვლავ აადუღეთ. გადმოდგით გაზქურიდან, გააგრილეთ და მოათავსეთ მაცივარში 8-12 საათის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!